
წლებია, რაც ბაზარზე ლიდერი „საქართველოს ბანკი” სხვადასხვა თვალსაზრისით ინაწილებს სოციალურ პასუხისმგებლობებს და საზოგადოებას არაერთ ინოვაციურ და წამახალისებელ პროექტს სთავაზობს, რომელიც ბევრისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება ხოლმე. „საქართველოს ბანკის” წარმატების ფორმულაც ესაა – მუდამ სიახლეების ძიება. მისი მენეჯმენტი ამჯერადაც არ ღალატობს ტრადიციას და 26 თებერვლისთვის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერას გვპირდება, რომელიც ქართველი „იუთუბერების” შესახებ იქნება. ფილმის სახელია „აღმოაჩინე ქართული YOUთუბი.”
ფილმის პრემიერა „საქართველოს ბანკის” ოფიციალურ Youtube არხზე შედგება. მანამდე კი ბანკი გვთავაზობს თრეილერს, საიდანაც ვიგებთ, რომ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე პოპულარული ქართველი „იუთუბერები” – თაკო საზინა, „საეჭვო კაცი”, გიორგი დანელია, „ჰანგრი მენი”, „იკანათია”. ისინი წარმატებულ „იუთუბერობას” გვასწავლიან და თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ და ვინ იცის, იქნებ ბევრ ადამიანს ამ საქმის დაწყებისკენაც კი უბიძგონ.
ფილმის გამოსვლის შესახებ „საქართველოს ბანკმა“ „ფეისბუქის: ოფიციალურ გვერდზე დააანონსა და საზოგადოება პრემიერას მოუთმენლად ელის. მართალია, YouTube ბლოგერებს საქართველოში ნამდვილად არ მოუკიდებიათ ისე ფეხი, როგორც საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ბოლო წლებში აქტიურად გამოჩნდნენ ხარისხიანი ქონთენთის შემქმნელები. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქართველ Youtube ბლოგერს Verified სტატუსიც აქვს.