ზოგიერთ ფილმში არის ისეთი, ეპიზოდი, რომელიც მაყურებლისთვის საოცნებო ხდება და ადამიანებს მათი რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის სურვილი უჩნდებათ.
ვნახოთ პაემნები ლეგენდარული ფილმებიდან, რომლებიც შეგიძლიათ რეალურ ცხოვრებაშიც გაიმეოროთ:
შენიშვნა: თუ ჯერ კიდევ მარტოსული ხართ, არ იდარდოთ. მთელი წელი წინ არის.

ასევე ნახეთ: ჰოლივუდის მთავარი რომანტიკოსი: ჰიუ გრანტის საკულტო ფილმები.

1. “ლოქდაუნი” Sweet November-ის ელფერით – გაატარეთ 24 საათი საყვარელ ადამიანთან და შეეცადეთ, არ შეეხოთ გარესამყაროს. ერთი დღით გამორთეთ ტელეფონები, ინტერნეტი, ტელევიზია და დატკბით ერთმანეთით.
© Getty Images

2. სტერეოტიპების დამსხვრევა Crazy, Stupid, Love-ის შთაგონებით – გამოიყენეთ ყველა ტიპური, ბანალური გზა იმისათვის, რომ ერთმანეთი მოხიბლოთ. თუ ტკბილი ფლირტის პერიოდს უკვე გასცდით, მაშინ გაანდეთ ერთმანეთს საიდუმლო იმისა, თუ რა გზებს იყენებდით ერთმანეთის მოსახიბლად.
© Getty Images

3. აღმოაჩინეთ ქალაქი La La Land-ის შთაგონებით – რაიან გოსლინგის და ემა სთოუნის წყვილმა, კიდევ ერთი, საოცრად რომანტიკული ფილმი შექმნა. ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი სცენა, სწორედ იმ სცენარს უკავშირდება, როდესაც პერსონაჟები უბრალოდ ქუჩებში სეირნობდნენ.
© Getty Images

4. დატკბით ვარსკვლავებით, Eternal Sunshine of Spotless Mind-ის შთაგონებით – მართალია, ახლა ძალიან ცივა, თუმცა ამგვარი პაემანი ზუსტად იმისთვის არის, რომ ერთმანეთის სიყვარულით გათბეთ.
© Getty Images

5. სწრაფი კვება Pulp Fiction-ის შთაგონებით – დაწესებული შეზღუდვების გამო, ამჟამად რესტორნებში სტუმრობა შეუძლებელია, თუმცა ყოველთვის არსებობს ე.წ Drive Through. ჩასხედით მანქანაში, შეუკვეთეთ სასურველი მილქშეიკი და ისაუბრეთ მანამ, სანამ “კომენდანტის საათი” დაიწყება.
© Getty Images

6. ღვინის დეგუსტაცია Wine Country-დან – იმაზე შევთანხმდით, რომ თუ 2021 წელს რჩეულთან ერთად ხვდებით, ე.ი იღბლიანი ხართ, თუმცა ნამდვილი ბედნიერება მეგობრების ყოლაა. თუკი თქვენ და თქვენს რჩეულს საერთო მეგობრების წრე გყავთ, მაშინ გირჩევთ, მოაწყოთ ღვინის დეგუსტაცია. შეიძინეთ რამდენიმე, სხვადასხვა სახეობის ღვინო და აღმოაჩინეთ თქვენი რეცეპტორი.
© Getty Images

7. კოტეჯი The Holiday-დან – თუ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი „შვებულებაა“, მაშინ ახლა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ეს პაემანი გაიმეოროთ. იქირავეთ პატარა, თბილი კოტეჯი თქვენს რჩეულთან ერთად.
© Getty Images

8. რომანტიკული წერილები To All The Boys I Loved-ის შთაგონებით – თუკი თქვენზე განსაკუთრებით მოქმედებს კარანტინის პირობები და რჩეულს ხშირად ამ მიზეზის გამო ვერ ხვდებით, აიღეთ ფურცელი, კალამი და შეუდექით წერას. ასეთი სახის რომანტიკული წერილები ძალიან სახალისო და სასიამოვნოა.
© Getty Images