თანამედროვე კინოს სამყაროს ეროტიკული ჟანრის ფილმებს შორის „გრეის 50 ელფერი“ ყველაზე უფრო პოპულარულია. მის ყოველ ეპიზოდს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა ბევრია კრიტიკოსიც, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ფილმს ეროტიკის ჟანრის გარდა სხვა ყველა ჟანრი შეიძლება მივაწეროთ.
კინოკრიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ „გრეის 50 ელფერი“ წარსულში გადაღებულ ეროტიკულ ფილმებთან შედარებით მდარე ხარისხისაა და რომ მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში ამ ჟანრის გაცილებით უფრო შთამბეჭდავი ფილმები არსებობს. ვნახოთ 7 ფილმი, რომლებსაც „გრეის 50 ელფერზე“ უფრო ეროტიკულად მიიჩნევენ:
ასევე ნახეთ: 7 ფილმი, რომელშიც ეროტიკული სცენები დადგმული არ ყოფილა.
1. „დღის ლამაზმანი“ / Belle de Jour

რეჟისორ ლუის ბენუელის ფილმი, რომელიც სრულყოფილი ეროტიკული ფილმის მაგალითია. კინოსურათს თან ახლავს ღრმა შინაარსობრივი მხარე და კულტურული კონტექსტი. კინოსურათში მთავარ როლს კატრინ დენევი ასრულებს.
2. „ტრანს ევროპული ექსპრესი“ / Trans-Europ-Express

ფილმში მრავლადაა სასიყვარულო თამაშები, რომანტიკა და რეალისტური ამბები, რომელთა ნახვაც მაყურებელს ძალიან მოსწონს.
3. „შეჯახება“ / Crash

ფილმი გვიყვება წყვილზე, რომელიც ღია ურთიერთობაშია და რომლებიც გიჟდებიან სახიფათო თამაშებზე, ექსტრემზე და ეს მათი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელია.
4. „ჰენრი და ჯუნი” / Henry & June

ფილმი Anaïs Nin-ის წიგნის ეკრანიზაციაა, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედზე გვიყვება. ფილმის მთავარი გმირი მწერალი ჰენრი მილერია. მწერალი თავის ეროტიკულ განცდებს წარმოისახავს, ხოლო შემდეგ დღიურებად წერს.
5. „ბეტი ბლუ“ / Betty Blue

ფილმი მოგვითხრობს სექსუალურად გაუწონასწორებელ გოგონაზე, რომელიც თავის ეროტიკულ ფანტაზიებს გასაქანს მწერალთან აძლევს. ეს არის ორი თავისუფალი სული ვნებიანი სიყვარულის ამბავი.
6. „ემანუელა“ / Emmanuelle

ეს ეროტიკული ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. კინოსურათი ეფუძნება ამავე სახელწოდების რომანს და ის სექსუალური ქალღმერთის სასიყვარულო და ეროტიკულ თავგადასავლებზე გვიყვება.
7. „საყვარელი“ / The Lover

ფილმი ახალგაზრდა გოგონასა და მასზე ასაკით უფროსი მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბავი, რომელსაც ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია.