2020 წელი კატასტროფული აღმოჩნდა კინოსთვის, სამაგიეროდ მოთხოვნა გაიზარდა სატელევიზიო შოუებზე. კორონავირუსის პირობებში კი სერიალის გადაღება უფრო მარტივია ვიდრე სრულმეტრაჟიანი ფილმის. გაზრდილმა მოთხოვნამ გაზარდა მიწოდებაც, მაგრამ ყველაფერზე დროის დახარჯვა არ ღირს. ნახეთ, 2020 წლის საუკეთესო სერიალები.
1. „ლაზიერის გამბიტი“ / The Queen’s Gambit
2020 წლის საუკეთესო სერიალად, ინტერნეტსივრცეში სწორედ „ლაზიერის გამბიტი“ სახელდება. ობოლი ბეტ ჰარმონი მშვიდი, პირქუში და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონაა. თუმცა მაშინ, როდესაც ჭადრაკს პირველად ითამაშებს, იგრძნობს თუ როგორ ძლიერდება, როგორ აზროვნებს და პირველად გრძნობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს.

2. „ბრიჯითონი“ / Bridgerton
შონდა რაიმსმა საშობაოდ იმედები არ გაგვიცრუა და შონდალენდის მორიგი შედევრი შემოგვთავაზა. „ბრიჯითონი“ ჯულია ქუინის რომანტიკულ ნოველებზეა დაფუძნებული. სიუჟეტი დაფნე ბრიჯითონისა და მისი ოჯახის გარშემო ტრიალებს.

3. „ჩვეულებრივი ადამიანები“ / Normal People
ფილმი მოგვითხრობს მარიანასა და კონელის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ეკუთვნიან, თუმცა ორივენი ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ და მათი რომანტიკული ცხოვრების გზებიც გადაიკვეთება.

4. „ემილი პარიზში“ / Emily in Paris
„ემილი პარიზში” ანუ „სექსი დიდ ქალაქში” ინსტაგრამის თაობისთვის. მთავარი გმირი სიყვარულის დედაქალაქში მიემგზავრება, სადაც ემილის მთავარი ამოცანა ბოროტ თანამშრომლებთან, ახალ მეგობრებთან და ევროპელ ბიჭებთან ურთიერთობის დალაგება ხდება. სერიალის ყველაზე ჩახლართული ნაწილი ახალგაზრდა ქალის სასიყვარულო სამკუთხედებია.

5. „გრენდ არმი“ / Grand Army
დრამა, რომელიც მოგვითხრობს უმაღლესი სკოლის მოსწავლეებზე, Netflix-ის 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო თინეიჯერული სერიალი გახდა.

6. „სექსუალური განათლება“ / Sex Education
შესანიშნავის სერიალის ბრწყინვალე გაგრძელება. ძველი პრობლემები და ახალი, კარგად გაწერილი პერსონაჟები. ეს ის შემთხვევაა როდესაც გაგრძელება ორიგინალს ჯობია.

7. „ევას მკვლელობისას“ / Killing Eve
სეზონიდან სეზონამდე სანდრა ოს და ფიონა შოუს პერსონაჟები სულ უფრო მეტ სიღრმეს იძენს. რაც მთავარია სერიალი არ კარგავს თავის საფირმო ნიშანს – შავ იუმორს.

8. „უმჯობესია დაურეკოთ სოლს“ / Better Call Saul
მიუხედავად იმისა რომ Better Call Saul ყოველთვის Breaking Bad-თან ასოცირდება, სერიალმა დაამტკიცა რომ ლეგენდარულ წინამორბედზე არანაკლებია. სჯობს დაურეკოთ სოლს წლიდან წლამდე უკეთესი ხდება.

9. „ცხენი ბოჯეკი“ / Bojack Horseman
განვლილი წლის ყველაზე სევდიანი სატელევიზიო პროდუქტი და დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური სერილის ფინალური სეზონი თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

10. „დიადი“/ The Great
დარწმუნებული ვარ რუსეთის იმპერატორ ეკატერინე დიდზე ბევრი სიბინძურე გაგიგიათ, ფანტაზიაში ნუ წახვალთ, ეს ცოტა სხვანაირი სერიალია. ნუ კონცენტრირდებით ისტორიულ უზუსტობებზე, უბრალოდ დატკბით ლამაზი კოსტიუმებითა და ბრწყინვალე შავი იუმორით.

11. Outer Banks
თუ მოგენატრათ თინეიჯერული სერიალი, Outer Bank წლევანდელ შოუებს შორის საუკეთესო არჩევანია. მეგობრების ჯგუფი განძის საძებნელად მიემართება, გზად ისინი უკეთ იცნობენ ერთმანეთს და ახალ ცხოვრებისეულ აღმოჩენებსაც აკეთებენ.

12. Motherland: Fort Salem
დავუშვათ ალქაჯები არსებობდნენ. ისიც დავუშვათ რომ ინკვიზიტორებმა ისინი კი არ გაანადგურეს, არამედ სამხედრო სამსახურში აიყვანეს. სწორედ ამ ორ დაშვებას ეყრდნობა Motherland.
