დღესასწაულების პერიოდში გასაკვირი არაა, თუ ნაბახუსევით იღვიძებთ. ასეთ დროს ბუნებრივად გიჩნდებათ სურვილი, მთელი დღე უქმად გაატაროთ, დღის შუქს არ დაენახოთ. შევარჩიეთ ფილმები, რომლებიც ნაბახუსევზე უნდა ნახოთ, რათა ეს არცთუ ისე სასიამოვნო განცდა მარტივად გადალახოთ.
ასევე ნახეთ: 10 ფილმი, რომელიც პრობლემებს დაგავიწყებთ.
1. „ზულენდერი“ / Zoolander
თუ მიუხედავად ყველაფრისა, კარგი განწყობის დაბრუნება გსურთ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა. გაათავისუფლეთ პოდიუმი VH1-ის არხის სამგზის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო მამაკაცი მოდელის, დერეკ ზულენდერისათვის.

2. „მეფე ლომი“ / The Lion King
ასეთ დროს გულის გასათბობად შესაძლოა, რაიმე ნოსტალგიური გჭირდებოდეთ. თანაც ეს ანიმაცია სავარაუდოდ, უკვე ნანახი გაქვთ, ამიტომ, თუ ყურებისას წაძინებას გადაწყვეტთ, არც ეს იქნება პრობლემა.

3. „ქერათმიანი ადვოკატი“ / Legally Blonde
„ქერათმიანი ადვოკატი“ ძალიან სახალისო და მხიარული ფილმია, ამიტომ, ასეთ რთულ დღეებში, ეს ფილმი კარგი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. ფილმი, რომელშიც რიზ უიზერსპუნი მთავარ როლს ასრულებს, მოგვითხრობს გოგონაზე, რომელსაც ერთი შეხედვით, მოდის გარდა არაფერი აინტერესებს. თუმცა ყოფილ შეყვარებულზე შურისძიების მიზნით, ის ჰარვარდში დაიწყებს სწავლას და ნამდვილი თავგადასავალიც იწყება.

4. „იდეალური ხმა“ / Pitch Perfect
კიდევ ერთი კომედია, რომელიც არამარტო კარგი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ, არამედ საწოლიდან ადგომის მოტივაციასაც მოგცემთ. ფილმი მოგვითხრობს გოგონების მუსიკალურ გუნდზე, რომელიც კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის.

5. „შვებულება“ / Holiday
არის რაღაცები, რასაც მხოლოდ ახალი წლის პერიოდში ვაკეთებთ. მაგალითად, ვამზადებთ გოზინაყს, ვრთავთ ნაძვის ხეს ან/და ვუყურებთ საახალწლო ფილმებს. ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ დროა, არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ჩაუჯექით ამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ყველასთვის საყვარელ რომანტიკულ კომედიას.

6. „თანაკლასელები“ / Grown Ups
კომედია, რომელიც არამარტო კარგ განწყობაზე დაგაყენებთ, არამედ საუკეთესო მეგობრების ნახვის სურვილს მაშინვე გაგიჩენთ.

7. „თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ“ / Just Go With It
კიდევ ერთი კომედია, რომელშიც მთავარ როლს ლეგენდარული ადამ სენდლერი ასრულებს, იმიტომ რომ ის ზედმეტი არასდროსაა.

8. „მამა მია!“ / Mamma Mia!
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

9. „იდეალური პაემანი“ / Perfect Date
მეორე ნახევარს ეძებ? რა პრობლემაა! უნივერსიტეტში სწავლისთვის ფულის შესაგროვებლად, უფროსკლასელი „პაემნების“ აპლიკაციას ქმნის, რომლის საშუალებითაც შეუძლია „დროებითი, იდეალური ბოიფრენდი“ გახდეს.

10. „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ / Eat, Pray, Love
და ბოლოს, ფილმი, რომელიც ყველა პრობლემას დაგავიწყებთ და ჯულია რობერთსთან ერთად მსოფლიოს გარშემო გამოგზაურებთ. ისიამოვნეთ!
