მოდით 2021 წელი სასიამოვნო განწყობით დავიწყოთ, ვეცადოთ, რომ პრობლემები 2020 წელს დავუტოვოთ. კარანტინისა და უქმეების პირობებში კი სასიამოვნო განწყობის შექმნაში ფილმები დაგვეხმარება.
ვნახოთ, 10 საუკეთესო კინოსურათი, მხიარული და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.
1. „შვებულება” / Falling Inn Love
თუკი თქვენი საყვარელი ფილმების სიაში „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ და „ტოსკანის მზის ქვეშ“ საპატიო ადგილს იკავებს, მაშინ თანამდეროვე რომანტიკული კომედია „შვებულება“ თქვენთვისაა. ახალგაზრდა გოგონა ახალ ზელანდიაში სასტუმროს შეიძენს, რომელსაც ერთი სიმპათიური მამაკაცის დახმარებით სრულიად ახალ სახეს მისცემს.

2. „განსხვავებულნი” / Otherhood
ფილმი მოგვითხრობს გარეუბანში მცხოვრები დედების შესახებ, რომლებიც ნიუ-იორკში მიემგზავრებიან, მონატრებული შვილების მოსანახულებლად.

3. „13-დან 30-ში” / 13 Going on 30
მას შემდეგ, რაც საკუთარ დაბადების დღეზე საშინლად დამცირებულად იგრძნობს თავს, ჯენას მხოლოდ ის უნდა, რომ დაიმალოს მანამდე, სანამ 30 წლის გახდება. მისი სურვილი ახდება და ის არაჩვეულებრივი სხეულით, ულამაზესი ბინით, საოცნებო სამსახურითა და პოპულარული მეგობრებით გარშემორტყმული აღმოჩნდება.

4. „ბურლესკი” / Burlesque
კლუბ ბურლესკის მეპატრონე და ყოფილი მოცეკვავე ტესი ფინანსური სირთულეების მიუხედავად ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს დასი. მდიდარ ბიზნესმენს კლუბის შეძენა სურს და ტესიმ ესეც უნდა მოაგვაროს. პარალელურად, ის ახალგაზრდა გოგონას მიმტანად აიყვანს. გოგონას ერთადერთი ოცნება – სცენაზე გამოსვლა სურს.

5. „მამა მია!”/ Mamma Mia!
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

6. „როგორ გათხოვდე მილიონერზე” / Chalet GIrl
ისტორია უბრალო გოგოს შესახებ, რომელიც თანამედროვე სათხილამურო კურორტზე სამუშაოდ მიდის. მას უფროსის შვილი შეუყვარდება.

7. „დღესასწაული” / Holidate
ეს არის ფილმი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ყველა დღესასწაული იმსახურებს სათანადო აღნიშვნას. სლოანს და ჯეკსონს დღესასწაულებზე მარტო ყოფნა არ უყვართ, რადგან ოჯახის სხვა წევრები მათ განიკითხავენ. ამიტომ, დებენ ხელშეკრულებას და ნამდვილი შეყვარებულების როლს მხოლოდ დღესასწაულებზე ირგებენ.

8. „სიყვარული და სხვა უსიამოვნებები”/ Failure to Launch
მიუხედავად იმისა, რომ მომხიბვლელი ტრიპი უკვე 30 წელს გადასცდა, ვერაფრით ბედავს დატოვოს მშობლიური სახლი და საკუთარი ოჯახი შექმნას. ერთხელაც ტრიპის მშობლები თვითონ გადაწყვეტენ მისი ცხოვრების მოწყობას. ისინი დაიქირავებენ ლამაზ და ნიჭიერ გოგონას იმის იმედით, რომ მათ შვილს ის შეუყვარდება.

9. „წინადადება” / The Proposal
როდესაც ძალაუფლების მოყვარე და დამოუკიდებელი ქალი, წარმატებული რედაქტორი მარგარეტი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, თავის ასისტენს, ენდრიუ პექსტონს დაქორწინებას აიძულებს.

10. „განა ეს რომანტიკული არ არის?”/ Isn’t It Romantic
ავსტრალიელი არქიტექტორი ნატალი უკვე დიდი ხანია ნიუ იორკში ცხოვრობს. მისი წარმოდგენები სიყვარულსა და რომანტიკაზე საკმაოდ პესიმისტურია, თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩის მძარცველებს გადაეყრება.
