მართალია, ფილმების ყურება ერთგვარ ანტიდეპრესანტს წარმოადგენს, თუმცა არსებობს ფილმები, რომლებსაც პირიქით, ნეგატიური გავლენა აქვთ ჩვენს განწყობაზე და უფრო მეტიც, ცხოვრების აზრს გვაკარგვინებენ.
იმისათვის, რომ არ შეცდეთ, და კარგი განწყობის ნაცვლად, არ დაიზაფროთ, გირჩევთ უფრთხილდეთ ფილმებს, რომლებიც დღეს შევარჩიეთ. მაშ ასე, 8 ფილმი, რომელიც არ უნდა ნახოთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება პანდემია და კარანტინი.
1. მე – დასაწყისი / I Origins

თუკი თქვენც სოც.ქსელების აქტიური მომხმარებლები ხართ, მაშინ ამ ფილმის კადრები ხშირად შეგხვდებოდათ 2014-2015 წლებში. ერთი შეხედვით, შეიძლება გეგონოთ, რომ ფილმი დრამატული რომანტიკაა, რომელიც განსხვავებულ მესიჯს ატარებს, თუმცა არა, არ შეცდეთ. რომანტიკის გარდა ამ ფილმში ყველაფერს ნახავთ. ნაწილი, რომელშიც ფილმი მთავარი გმირების სასიყვარულო ურთიერთობას მოგვითხრობს, 40 წუთსაც არ გრძელდება. ყველაფერი კი იმით გვირგვინდება, რომ მთავარი გმირი უეცარი, საშინლად შემაძრწუნებელი სიკვდილით კვდება.
2. პარაზიტი / Parasite

2-საათიანი ფილმი, რომელიც პარანოიას დაგმართებთ და ადამიანების ბნელ მხარეზე დაგაფიქრებთ, უფრო სწორედ კი, მის არსებობაზე. ფილმი „პარაზიტი“ ნამდვილ, დაუვიწყარ უძილო ღამეებს გპირდებათ, თუმცა კარგ განწყობაზე ნამდვილად ვერ დაგაყენებთ.
3. “რებეკა” / Rebecca

ცნობილ ნოველაზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, Netflix-ზე გამოვიდა. ლამაზმა კადრებმა და ვინტაჟურმა ელფერმა არ შეგაცდინოთ, ეს არის კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ადამიანების ნდობას დაგაკარგვინებთ.
4. “მიდსომარი” / Midsommar

თრილერი, მისტიკა, საშინელებათა ფილმი – ყველაფერი, რასაც შეიძლება ეძებდეთ. დაახლოებით 3-საათიანი სიამოვნება, რომელიც თქვენი ქვეცნობიერის ყველაზე მიუღწევად ადგილებშიც ჩაძვრება და დაგიმტკიცებთ, რომ ყველაფერი, რასაც წარმოიდგენთ, ან ვერც კი წარმოიდგენთ, შეიძლება მოხდეს.
5. “ყვავილი” / Flower

უბრალოდ ფილმი, რომელიც სამსახიობო შემადგენლობაზე დაგაფიქრებთ, უფრო სწორედ კი იმაზე, თუ რას ფიქრობდნენ მსახიობები, როდესაც ფილმის სცენარს კითხულობდნენ. თუ ცხოვრების 90 წუთის დაკარგვა გსურთ, ფილმი “ყვავილი“ ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ეს არის ფილმი, რომელიც არაფერს არ დაგიტოვებთ, არც ემოციას და არც აზრს.
6. “ფავორიტი” / The Favourite

თუკი ფილმის სამსახიობო შემადგენლობას გადაავლებთ თვალს, ნამდვილად გაგიკვირდებათ, რომ ეს უკანასკნელიც ამ “შავ სიაში” მოხვდა. უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ: თუ შეუდარებელი ემა სთოუნის დიდი გულშემატკივარი ხართ, ეს ფილმი არ ნახოთ.
7. “ჩემი მეფე” / Mon Roi

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც არაფერს არ მოგცემთ. შეიძლება იფიქროთ, რომ 2- საათიან დრამას რამე მნიშვნელოვანი მესიჯი უნდა ახლდეს, თუმცა არა, უბრალოდ, არა.
8. “დანის პირზე მორბენალი”/ Blade Runner

ერთადერთი ფილმი ამ სიაში, რომელსაც შანსს მივცემთ. თუკი 3 საათი გაძლებთ, რა თქმა უნდა.