თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ Never Have I Ever / მე არასოდეს ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, რომლის ნახვა ამჟამად როგორც Netflix-ზე, ასევე ქართულ ვებსაიტებზეც არის შესაძლებელი. სერიალის მთავარი გმირი ამერიკაში მცხოვრები ინდოელი თინეიჯერი გოგონაა, რომელსაც სკოლის სირთულეებთან გამკლავება უწევს. გაგაცნობთ 10 ფაქტს Never Have I Ever-ის შესახებ.

ასევე ნახეთ: Netflix-ის ყველაზე პოპულარული ფილმები.
1
მსახიობები სოციალურ ქსელებში აარჩიეს. მინდი კალინგმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სერიალში გადასაღებად სკოლის მოსწავლეები მოიწვია. სწორედ ამ მეთოდით შეარჩიეს სერიალის გმირები.

2
მთავარი როლის შემსრულებელი 15 000 პრეტენდენტიდან აარჩიეს. სერიალში მთავარ როლს მაიტრეი რამაკრიშნანი ასრულებს. მთლიანობაში როლისთვის გასაუბრება 15 000-მა გოგონამ გაიარა. „სამყაროში რამდენ ადამიანს უნდოდა როლი, რომელიც მე მერგო… სასიამოვნოა ამის გააზრება”, – ამბობს მსახიობი.

3
30-წამიან ბოლივუდურ სცენას ერთი თვე იღებდნენ. სერიალის ქორეოგრაფის, ჯოია კაზის განმარტებით, 30-წამიანი საცეკვაო სცენის გადაღებას 30 დღე დასჭირდა. ამ ვადაში მოიაზრება ქორეოგრაფიის დადგმას, რეპეტიციები, მოცეკვავეების დაქირავება და კოსტუმების შეკერვა.

4
გადაღებისას მაიტრეის კოიოტი დაესხა თავს. მეოთხე ეპიზოდში გამოჩენილი კოიოტი დევი მთავარი როლის შემსრულებელს თავს რეალურად ესხმის.

5
მაიტრეიმ არფაზე დაკვრა შოუსთვის ისწავლა. მთავარი როლის შემსრულებელი საქმეს სრული სერიოზულობით მოეკიდა და სერიალისთვის არფაზე დაკვრა ისწავლა.

6
შესვენებაზე სამსახიობო შემადგენლობა ბოულინგის სათამაშოდ წავიდა ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. გადაღებების დაწყებამდე სამსახიობო შემადგენლობა სცენარის წასაკითხად შეიკრიბა. შესვენებაზე ახლად დამეგობრებული ახალგაზრდები ბოულინგის სათამაშოდ წავიდნენ და სამი საათის შემდეგ დაბრუნდნენ, როგორც შემდგომში გაირკვა, მათ გადასაღები მოედნის დატოვების უფლება არ ჰქონდათ.

7
სცენარის მიხედვით, ბენი მხოლოდ მეგობარი უნდა ყოფილიყო. სცენარის მიხედვით, ბენსა და მაიტრეის შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა ყოფილიყო, თუმცა პროდიუსერებს მსახიობების ბუნებრივი მიზიდულობა მოეწონათ და სცენარი შეიცვალა.

8
ჯონ მაკენროის სერიალი არ უნახავს. სერიალში წამყვანის როლს ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი, ჯონ მაკენრო ასრულებს. ჩოგბურთელის თქმით, მას შოუს არც ერთი ეპიზოდი თავიდან ბოლომდე არ უნახავს.

9
მაიტრეიმ არ იცოდა ვინ არის ჯონ მაკენროი. „მისი სახელი დავგუგლე. სცენარის კითხვისას მე და რამდენიმე მსახიობმა საერთოდ არ ვიცოდით ვინ არის ჯონ მაკენროი”, – ამბობს მაიტრეი.

10
სერიალში „ოფისის” ვარსკვლავი მონაწილეობს. სერიალში ბენის დედას მსახიობი ანჯელა კინსი თამაშობს, რომელიც ლეგენდარული „ოფისის” ერთ-ერთი ვარსკვლავია.
