მშვიდი და გაწონასწორებული მერწყულის ნიშნის ბოლო კვირაც დადგა. წაიკითხეთ, კვირის ჰოროსკოპი და გაიგეთ, რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები 12 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით.
ამ კვირაში, სამსახურსა და სოციალურ ცხოვრებას შორის ბალანსი უნდა იპოვოთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? პასუხის შესაბამისად, სწორად შეარჩიეთ ის ბრძოლა, რომელიც პრიორიტეტულია და ფუჭად ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიას და პოტენციალს.
კოსმოსი შეყვარებულებს უღიმის და გამორჩეულად რომანტიკულ ვალენტინობის დღეს გპირდებათ. ასე რომ, ნუ მოიხსნით ვარდისფერ სათვალეებს და განსაკუთრებული დღე, საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ.
ახლა კი, წაიკითხეთ მომდევნო კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
ვერძი

ტრანსცენდენტური კოსმოსური განლაგება, ამ კვირაში, პიკს აღწევს ვერძების ზენ ზონაში. სწორედ ამიტომ, ისკეიპიზმსა და ფანტაზიას მიეცით გასაქანი. შესაძლოა, რომელიმე მისტიკურ ან სახელოვნებო ღონისძიებაზე სულიერ მეგობარს, ან სიყვარულს გადაეყაროთ. თუ სამშაბათს პაემანს გეგმავთ, ეს დღე იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ.
კვირის ჰოროსკოპი გაუწყებთ, რომ საუკეთესო დროა ახალი, განსაცვიფრებელი გამოცდილების მისაღებად. თქვენს ფარულ სურვილებს და ინტერესებს მიჰყევით, ისინი აუცილებლად მიგიყვანენ დაუვიწყარ თავგადასავლებამდე.
თუ ქოსფლეის მოყვარული ხართ, ახალ პერსონაჟად გარდაქმნა თქვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხალისს შესძენს.
კურო

კუროების სოციალურ ზონაში ვარსკვლავების ნეტარი დაწყვილებით, კოსმოსმა საუკეთესოდ წარმართა თქვენი ვალენტინობის დღე. აუცილებელი მოთხოვნაა სახლიდან გასვლა. გლოვოდან ან ვოლტიდან საჭმლის შეკვეთაზე და ვალენტინობის საღამოს ნეტფლიქსის ყურებაში გატარებაზე არც იფიქროთ. შეგიძლიათ, დაქალებთან ერთად ბარს ესტუმროთ, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ რესტორანში ივახშმოთ, ან სულაც, არტ-თერაპიის მასტერკლასზე ჩაეწეროთ და დღე შემოქმედებითად გაატაროთ.
პოზიტიური განწყობა მთელი კვირა გაგყვებათ. თუ ურთიერთობაში არ იმყოფებით, საუკეთესო დროა ახალი ადამიანის გასაცნობად. შესაძლოა, პოტენციურ რომანტიკულ ინტერესს მეგობრების წრეში შეხვდეთ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კრეატიული და მგრძნობიარე ბუნების ადამიანს, რომელიც იდეალურად დააბალანსებს თქვენს პრაქტიკულ და გაწონასწორებულ მხარეს.
ტყუპები

ამ კვირაში, თქვენი რომანტიკული მხარე განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება გარშემომყოფებისთვის. კომპლიმენტებით აგავსებენ და ბევრის მოწონებას დაიმსახურებთ. თუ ურთიერთობაში იმყოფებით, ბოლო პერიოდში, თქვენი რომანტიკული ცხოვრება მოსაწყენი გახდებოდა. ურთიერთობის გამოსაცოცხლებლად, სასიყვარულო ჰოროსკოპი გირჩევთ, პარტნიორთან ერთად სასიამოვნო აქტივობების დაგეგმვას.
თუ სოციალურ ქსელებში აქტიური ხართ, ამ კვირაში ახალი „ქონთენთის“ გაზიარებას გირჩევთ. თქვენი მომხიბლავი და რომანტიკული ენერგია, არსებულ აუდიტორიასთან კავშირის დამყარებასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი

მიმდინარე ასპექტები წყლის ნიშნებზე სასარგებლოდ მოქმედებენ და ამ კვირას, ნეტარებაში გაატარებთ. პოზიტიური განწყობა პიკს ვალენტინობის დღისთვის მიაღწევს. თუ გულში სიყვარულს შემოუშვებთ, თქვენი სამყარო სასიამოვნოდ გაფართოვდება.
საუკეთესო კვირაა წარსული წყენების უკან მოსატოვებლად. კარი გაუღეთ მხოლოდ იმ დადებით ემოციებს, რომელთა განცდაც გსურთ.
არ აქვს მნიშვნელობა, ურთიერთობაში იმყოფებით თუ არა, ეძიეთ ახალი თავგადასავლები და დრო ძვირფას ადამიანთან ერთად გაატარეთ (მეუღლე, შეყვარებული, მეგობარი, ოჯახის წევრი).
ლომი

ლომი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელმაც ზუსტად იცის როგორ მოახდინოს გრანდიოზული ეფექტი სასიყვარულო ურთიერთობაში. თქვენი შემოქმედებითობისა და ვნების დამსახურებით, გაქვთ ცხოვრების სიხარულით ტკბობის გამბედაობა. ლომებო, თქვენი გრანდიოზული შესაძლებლობების გამოყენებით, ვალენტინობის კვირა დაუვიწყარ მოგონებად აქციეთ.
კოსმოსური შეერთება თქვენში სექსის, ინტიმის და მისტიკის ზონებს ააქტიურებს, ასე რომ, ეს შეიძლება პირდაპირ ნიშნავდეს სანთლების ფონზე ვახშამს, ლოგინზე მიმოფანტულ ვარდის ფურცლებს და არომატული ქაფის აბაზანებს.
ეს კვირა, იმ ადამიანთან ერთად გაატარეთ, ვინც თქვენში მგრძნობიარე მეოცნებეს გააღვიძებს.
ქალწული

ქალწულებო, დროა თქვენში რომანტიკული მხარე გააღვიძოთ. ვალენტინობის დღისთვის, თქვენი პირადი სიყვარულის პლანეტა უნივერსალური სიყვარულის პლანეტას ერწყმის ურთიერთობის ზონაში. საპირისპირო მხარეები ერთმანეთს იზიდავს; ამ კვირაში, ვინმემ შეიძლება (მეტაფორულად) მოგაჯადოოთ.
შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა გაგიჩნდეთ რომანტიკული ურთიერთობისთვის, ასე რომ, შანსი არ დაკარგოთ. თუმცა, ის შეიძლება არ იყოს ისეთი სრულყოფილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ამიტომ ფრთხილად იყავით, ნუ დაამყარებთ თქვენს უმაღლეს იდეალებს სხვაზე. გახსოვდეთ, იდეალური ადამიანი არ არსებობს. დატკბით მშვენიერი ილუზიით მისი რწმუნების გარეშე.
შეეცადეთ, მიაგნოთ ბედნიერ მედიუმს, როდესაც ერთი ფეხი რეალობაში გაქვთ, მეორე კი საოცნებო მომავლის პერსპექტივაში.
სასწორი

სასწორებო, თქვენ სიყვარულის პლანეტა გმართავთ. ამ კვირაში, ის ნეპტუნს, უნივერსალური სიყვარულის პლანეტას ეჯახება (საუკეთესო გაგებით). თუ სასიყვარულო თავგადასავლებისთვის მიზეზი გჭირდებოდათ, ეს სწორედ ის არის.
გააქტიურეთ თქვენი რომანტიკული მხარე და ვარდისფერი სათვალეებით იარეთ სიყვარულის ქარიშხალში. იფიქრეთ სპაზე, მასაჟზე, სილამაზის პროცედურებზე. ამ კვირაში, თქვენს საქმიან ურთიერთობებსაც კოსმოსი ლოცავს. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, არ თქვათ უარი თანამშრომლებთან ერთად გართობაზე.
თუ ურთიერთობაში არ იმყოფებით, შესაძლოა, სწორედ ამ სიტუაციებში გაიცნოთ თქვენი მეორე ნახევარიც.
მორიელი

მართალია, ეს თვე მორიელებისთვის გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა, კოსმოსი ცოტა სიტკბოს გიგზავნით. თუკი, მზად ხართ და სიყვარულისთვის აბჯარს გაიხდით, მაშინ ნეტარებით სავსე შუა კვირა რომანტიკას გპირდებათ.
ინტიმის და განტვირთვის ზონა გირჩევთ, სხვასთან კავშირის მაგიურობა და მომენტის მშვენიერებით ტკბობა დააფასოთ. მოუხმეთ ფანტაზიას და გამოიკვლიეთ თქვენი კრეატიული მხარე, რაც გაგრძნობინებთ, რომ თქვენი საკუთარი სამყარო შექმენით.
მორიელებო, ამ კვირაში მხოლოდ სიამოვნებას მიჰყევით.
მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, შუა კვირისთვის თქვენი გეგმების თავდაყირა დადგომას უნდა ელოდოთ. სჯობს, საქმეებს შეეშვათ და ოცნებებში გადაეშვათ. თქვენს ემოციურ და სულიერ მხარესთან დაამყარეთ კავშირი.
ამ კვირაში, სახლის სექტორი გაააქტიურეთ, ფესვებზე იფიქრეთ. ოჯახის წევრებისგან ან საყვარელი ადამიანისგან მიღებული ზრუნვა გაგაძლიერებთ. შესაძლოა, ეს მშვილდოსნის დამოუკიდებლობის მოყვარულ მხარეს შეეჯახოს, თუმცა, თქვენს დამცავ ბარიერებს შერბილების საშუალება მიეცით. სჯობს, ეს ვალენტინობის დღე მყუდრო გარემოში გაატაროთ. სახლში უმასპინძლეთ საყვარელ ადამიანს, ან მეგობრებს.
გახსოვდეთ, ახლობელ ადამიანებთან ერთად გატარებული ინტიმური მომენტები, ხმაურიან წვეულებებზე უფრო ძვირფასია.
თხის რქა

ფინანსურად წარმატებული კვირა გელით, შემოსავალს სხვადასხვა წყაროებიდან მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ფულის დაზოგვა მთავარ პრიორიტეტად აქციოთ. შედეგად, მომდევნო კვირებში მეტ სარგებელს ნახავთ.
რაც შეეხება სიყვარულის დღეს, თქვენ კლასიკის მოყვარული ხართ. თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, კვირის ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ვალენტინობის დღე ტრადიციულად გაატაროთ. ეცადეთ, უკეთ შეიგრძნოთ და გაიაზროთ თქვენი ემოციები.
ეს კვირა, თხის რქებისთვის ყველა ასპექტში პოზიტიური იქნება.
მერწყული

ვალენტინობის დღის მასპინძლობა ცოტა უჩვეულო არჩევანია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის, რადგან მეგობრობის ზეიმი მერწყულებისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორია თქვენი ურთიერთობაში ყოფნის სტატუსი, გახსოვდეთ, რომ შუა კვირა პლანეტების ყველაზე რომანტიკულ და იდეალისტურ განთავსებას მასპინძლობს.
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე მოახდინეთ ფოკუსირება. ამჟამად, სწორედ იმ მიზნის მიღწევისკენ პროგრესირებთ, რომელსაც დიდი ხანია მისდევთ. ამ კვირაში, საკუთარ თავს მიეცით უფლება, რომ დანებდეთ თქვენს ემოციებს.
მერწყულის ყოველკვირეული სასიყვარულო ჰოროსკოპი გირჩევთ, გამხნევდეთ და პოზიტიური ცვლილებები განახორციელეთ იმ რომანტიკული მიზნების მისაღწევად, რომლებსაც ადრე არაპრაქტიკულად თვლიდით.
თევზები

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიყვარული ისედაც საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მთელი პლანეტა დაიპყროს, ამ კვირის ვალენტინობის დღე იმ კოსმოსურ კავშირს ემთხვევა, რომელსაც იგი სუპერნოვაში გადაჰყავს.
ვალენტინობის დღეს, არაამქვეყნიური დღესასწაული დაგეგმეთ თქვენს პარტნიორთან, საუკეთესო მეგობართან ან დაქალებთან ერთად. ასევე, პლანეტების შესანიშნავი განლაგებაა თქვენი სურვილების პოზიციონირებისთვის სიყვარულის, სილამაზისა და ურთიერთობების გარშემო. იდეალური მომენტია ხელოვნებაში, მუსიკასა და სულიერებაში გასაქცევად. ამ კვირაში, თქვენი ფანტაზიები და ფარული სურვილები რეალობად აქციეთ.