წელს ზამთარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უხვთოვლიანი იყო. მოთოვა ისეთ ქალაქებშიც, რომლის მცხოვრებლებსაც აქამდე თოვლი არ ენახათ. თოვლი მოვიდა ევროპის ქალაქებშიც. კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის ფონზე ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო რამ აღმოჩნდა ადამიანების უმეტესობისთვის. ასობით მოქალაქე ქუჩებში საგუნდაოდ და სასრიალოდ გამოვიდა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა თოვლის საფარველში გახვეული ამსტერდამის ქუჩები და ათენი. ათენი კი უფრო იმიტომ, რომ იქ თოვლი იშვიათობაა. ამსტერდამში ძლიერი ყინვის გამო არხები და ტბები გაიყინა და ეს ადგილები ადგილობრივების საციგურაო მოედნად იქცა. რაც მთავარია, ამ ყველაფერმა ცოტა ხნით ადამიანებს პანდემია დაავიწყა.
თოვლმა გული არც თბილისის მცხოვრებლებს დასწყვიტა. ჩვენს დედაქალაქში 2021 წლის პირველი თოვლი მოვიდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები დათოვლილი ქალაქიდან არაერთ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ და ამბობენ, რომ “თეთრ საბანში” გახვეული ქალაქი განსაკუთრებით ლამაზია:
ასევე ნახეთ: ევროპის ქალაქების ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები
1. თბილისი

2. პარიზი, საფრანგეთი

3. ამსტერდამი, ნიდერლანდები

4. ვენეცია, იტალია

5. ინსბრუკი, ავსტრია

6. კიევი, უკრაინა

7. კოპენჰაგენი, დანია

8. მილანი, იტალია

9. ზალცბურგი, ავსტრია

10. ტალინი, ესტონეთი

11. ტრომსო, ნორვეგია

12. ჰალშტატი, ავსტრია

13. მოსკოვი, რუსეთი

14. ათენი, საბერძნეთი

15. ვენა, ავსტრია
