ჯენიფერ ენისტონის ყველაზე წარმატებული სერიალის, „მეგობრების“ პერსონაჟი, რეიჩელი საცხოვრებლად სკოლის მეგობართან, მონიკასთან გადავიდა, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ ჯენიფერის რეალობა მისი გმირისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მსახიობმა თინეიჯერობის წლები სკოლის მეგობრის, ანდრეა ბენდეუოლდის აპარტამენტში გაატარა.
ასევე წაიკითხეთ: ჯენიფერ ენისტონის საოცნებო სახლი კალიფორნიაში

ნიუ-იორკის აპარტამენტი, რომელიც 5 საძინებელ ოთახსა და 6 სააბაზანოს მოიცავს, ახლა 11 მილიონ დოლარად არის შეფასებული. „მე ნიუ-იორკის ცენტრში ვცხოვრობდი, რაც ძალიან კარგი იყო, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე ტკბილი მოგონებები ჰადსონის ქუჩაზე მდებარე სახლთან მაკავშირებს.“ – ამბობს ჯენიფერი.
ანდრეა და ჯენიფერი 14 წლის ასაკში დამეგობრდნენ, როდესაც ერთმანეთს სკოლის სამსახიობო კლასში შეხვდნენ და მას მერე, განუყრელი მეგობრები გახდნენ. ანდრეა ჯენიფერის მეჯვარეც იყო, როდესაც ის 2000 წელს ბრედ პიტზე დაქორწინდა.

აგურით მოპირკეთებულ ბინაში სკოლის მოსწავლეები ყველაზე მეტ დროს ატარებდნენ. აპარტამენტი 3 სართულიანია და მას 240 კვადრატული მეტრის ტერასა ამშვენებს. „ამ სახლს განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა. მუზეუმს ჰგავდა. შთამბეჭდავი ინტერიერითა და ულამაზესი ეზოთი.“ – აღწერს ჯენიფერი.
„ეს არის უბანი, სადაც ნიუ-იორკის ყველაზე ნიჭიერი არტისტები ცხოვრობენ. ძალიან მიყვარს აგურით მოპირკეთებული აპარტამენტები. ამ სახლს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია.“ – ამბობს ენისტონი.