ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი თავის ოცნების სახლში გვეპატიჟება. იდეალური საცხოვრებლის შესაქმნელად, სერენამ თავისი დის, ვენუსის კომპანიას მიმართა. სერენას მსგავსად, ვენუსიც ჩოგბურთელია, თუმცა მას ასევე ძალიან იტაცებს ინტერიერი და დიზაინი.
ასევე ნახეთ: ელსა ჰოსკის ვინტაჟური აპარტამენტი ნიუ-იორკში

„ვიცოდი, რომ ოჯახისა და ბიზნესის შერევა ძალიან სარისკოა, მაგრამ წარმატებული კოლაბორაციის საიდუმლო მარტივია: უნდა იცოდე შენი ადგილი და მიენდო ადამიანს, რომელიც შენზე კომპეტენტურია. მე ინტერიერში ვერ ვერკვევი, თუმცა ვენუსის დახმარებით ბევრი ვისწავლე.“ – ამბობს სერენა.
ვენუსისთვის, მთავარი სერენას სურვილების კარგად წარმოდგენა და შემდეგ მათი გაცოცხლება იყო. თუმცა, ეს ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა. როდესაც სერენამ ესპანური სტილის უზარმაზარი სახლი შეიძინა, ის ზუსტად ვერ ხვდებოდა რა სურდა და მისი გემოვნება სწრაფად იცვლებოდა.

სერენამ გადაწყვიტა საქმე არ გაერთულებინა და ახალი სახლის დიზაინში ორი მისთვის საყვარელი რამ გააერთიანა: თანამედროვე ხელოვნება და ტექნოლოგია, მინიმალისტური ესთეტიკით.
სერენას დამ, ვენუსმა მისი ყველა თხოვნა გაითვალისწინა. „როდესაც სახლში შედიხარ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ხარ.“ – ამბობს სერენა.