მიუხედავად პანდემიისა, ქალაქი საახალწლო დეკორაციებითაა მორთული და დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხეც უკვე აღმართული და გამოპრანჭულია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაძვის ხემ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა, რომელიც ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრის საშობაო ხეს გვაგონებს.
თბილისის მერმა დეკორაციებით მორთული ქალაქის ფოტოები გაგვიზიარა, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებიან ჯადოსნური საახალწლო განწყობის შექმნაში.