ზაფხულის პერიოდი დასვენებასთან, განტვირთავასა და თავგადასავლებთან ასოცირდება. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ ეტაპზე საზღვრებს მიღმა წასვლა შეუძლებელია და კონკრეტულად არავინ იცის, როდის ვიმოგზაურებთ ისევ თავისუფლად და უსაფრთხოდ.
ყოველივე შეგვიძლია არა პრობლემად, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე საკუთარი თავისთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ – დავისვენოთ ჩვენს კურორტებზე, რომლებიც მრავლად გვაქვს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოს ყველა კუთხე სავსეა ულამაზესი დასასვენებელი ადგილებით, სადაც იდეალური არდადეგების მოწყობა შეგიძლიათ.
თქვენთვის შევარჩიეთ ის ხუთი ადგილი, სადაც იდეალური და თავგადასავლებით სავსე დასვენება გელით.
სვანეთი, ჰეშკილის ქოხები
სვანეთში წასვლა ყოველთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა და თუ კონკრეტულად ჰეშკილს ეწვევით, ნამდვილ სამოთხეში აღმოჩნდებით. ეს მისტიკური და ძალიან ლამაზი ადგილია, ბევრი, ბევრი სუფთა ჰაერით, სიმწვანით, მთებით და სიჩუმით, რომელიც ალბათ, ბევრ თქვენგანს ძალიან ენატრება.
ქალაქის ხმაურისგან თავის ასარიდებლად, განტვირთვისთვის, მედიტაციისთვის და მჩქეფარე რიტმის დავიწყებისთვის ეს საუკეთესო ადგილია.
რაჭა, ციბენა
საქართველო რომ მდიდარია ულამაზესი დასასვენებელი ადგილებით, ყველამ ვიცით. ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი რაჭაა. აქ ყველაზე უკეთ შეიგრძნობთ ბუნების სიდიადეს, კეთილი და უსაყვარლესი ადამიანების სითბოს და ამავდროულად, უგემრიელეს რაჭულ კერძებსაც დააგემოვნებთ.
ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თუ რაჭაში ვიზიტს გადაწყვეტთ, ციბენაა, კურორტი ამბროლაურის რაიონში მდებარეობს და ის ულამაზეს კოტეჯებს მოიცავს.
წყალტუბო
საქართველო მდიდარია გამაჯანსაღებელი ადგილებით. ორგანიზმის იმუნიტეტს რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენა კორონავირუსის პანდემიამ, ამიტომაც თუ იმუნიტეტზე გინდათ იზრუნოთ, წყალტუბოს კურორტზე წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
გარდა იმისა, რომ სუფთა ჰაერი ახალი ენერგიით აგავსებთ, ამავდროულად, ულამაზეს ფოტოებსაც გადაიღებთ სოციალური ქსელების გასაახლებლად.
ყაზბეგი
კიდევ ერთი იდეალური ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ყაზბეგია. ამ სილამაზის ნახვა არასდროს არის საკმარისი. ღრმად ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, დატკბით მთისა და ცივილური სამყაროს სინთეზით, რომელსაც აქაური სასტუმროები გთავაზობენ. შეიგრძნენით ბუნების ხმა.
ყაზბეგი უცხოელი ტურისტებისთვის აქამდე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმართულება იყო, თუმცა ახლა, როცა ბევრი ტურისტი არ გვეყოლება, ისინი შეგიძლიათ თქვენ ჩაანაცვლოთ. თუ ღამის გასათევად არა, დიდებული მთების ქვეშ, ულამაზეს ვერანდაზე სავახშმოდ მაინც უნდა გაჩერდეთ Rooms Hotels-ში.
ციხისძირი
თუ ზღვისა და მთის სინთეზის ერთად შეგრძნება გსურთ, არც ეს არის მიუღწეველი ოცნება. საქართველოს ამის პოტენციალიც აქვს. უბრალოდ, ციხისძირს ესტუმრეთ. შავი ზღვა არსადაა ისეთი კამკამა, როგორც აქ, ამავდროულად, ციხისძირში იდეალური ადგილებია ლაშქრობის მოსაწყობადაც.
ბუნების წიაღში ჩაიძირებით, თავისუფლებას შეიგრძნობთ და იდეალურად დაისვენებთ. ციხისძირში შეგიძლიათ სასტუმროს და გამაჯანსაღებელ კომპლექსს – კასტელო მარეს ეწვიოთ და უსასრულობის აუზში, ზღვაში მზის ჩასვლის ხედებით დატკბეთ.
სტატიაში გამოყენებული ფოტოები წარმოადგენს შემდეგი კურორტების, სპებისა და სასტუმროების საკუთრებას: ჰეშკილის ქოხები • Heshkili huts, ციბენა • Tsibena, Tskhaltubo • წყალტუბო, Rooms Hotels (Kazbegi), Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri.