სან-ფრანცისკო, ტიპიურად ამერიკული რეტრო სტილით, ფერადი შენობებითა და ვიქტორიანული არქიტექტურით ფოტოგრაფ ჰელენ ჰავარდის ობიექტივში მოექცა: „ქალაქი, რომელიც ფერად შაქარყინულს ჰგავს“.
ჰელენის მთავარი ფოკუსი ფორმები და ფერები გახდა. ფოტოგრაფი ცნობილია მეოცნებე ესთეტიკის მქონე ნამუშევრებით. მან ვიქტორიანული შენობები პასტელურ ფერებში წარმოაჩინა და 1950-იანი წლების ამერიკაში დაგვაბრუნა. დაათვალიერეთ ჰელენ ჰავარდის „სან-ფრანცისკოს ქუჩების“ სერია.