ქალაქის სახელწოდების ზუსტი წარმოშობა სადავოა. სავარაუდოდ, ის ბერბერული amur (n) akush-დან მოდის და „ღმერთის მიწას“ ნიშნავს. მარაქეში აგრეთვე ცნობილია როგორც „წითელი ქალაქი” – ყველაზე მნიშვნელოვანი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში.

მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან და შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს.

მარაქეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მსოფლიოში – ჯემაა-ელ-ფნა. მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.

დაათვალიერეთ მოგზაური ფოტოგრაფის, ჰელენ ჰავარდის საოცარი პასტელური ფოტოები, რომლებიც მარაქეშის მშვენიერებას განსაკუთრებული ხელწერით გადმოსცემენ.