დღის კერძი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. ნინო თვალავაძის რეცეპტით მომზადებული მწვანე ტაილანდური ქარი.
ნინო სოციალურ ქსელებში: Facebook-ზე. რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
რა დაგვჭირდება მწვანე ქარის პასტის მოსამზადებლად:

- 3 ცალი მწვანე წიწაკა
- 20 გრამი მწვანე ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 5 გრამი ნედლი ჯინჯერი
- 100 გრამი ქინძი
- 50 გრამი ცოცხალი ბაზილიკი
- 1/2 ჩაის კოვზი კორიანდრი
- 1/2 ჩაის კოვზი კუმინი
- 1/2 ჩაის კოვზი თეთრი წიწაკა
- 3 სუფრის კოვზი თევზის სოუსი
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
- 2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
- 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
- 3-4 სუფრის კოვზი ქოქოსის რძე
ინგრედიენტები დავაბლენდეროთ ერთად. უნდა მივიღოთ 250 გრამი პასტა, რომელიც შეგვიძლია 1 კვირაც შევინახოთ მაცივარში.
ზღვის პროდუქტები მწვანე ტაილანდური ქარის სოუსში

რა დაგვჭირდება კერძის მოსამზადებლად:
- 500 გრამი ზღვის პროდუქტები
- 1 ცალი ხახვი
- 150 გრამი თეთრი მშრალი ღვინო
- 30 გრამი მწვანე ქარის პასტა
- 300 გრამი პარმალატის ნაღები 25%-იანი
- ტარხუნა, პიტნა და ბაზილიკი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ ზღვის პროდუქტები, დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ.
- პარალელურად, ნაღებში გავხსნათ ქარის პასტა და დავუმატოთ ზღვის პროდუქტებს, ისევ წამოვადუღოთ.
- წვრილად დაჭრილ მწვანილს დავაყრით თეფშზე სერვირების შემდეგ.