წარმოგიდგენთ “გუდვილის რეცეპტს”, რომლის დახმარებითაც ხალისით და მარტივად მოამზადებთ ხილის ტორტს. უნაზესი კრემი, არომატული სიროფი, ფუმფულა ბისკვიტი და კენკრა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სეზონური ხილიც. ეს არის გემრიელი რეცეპტის საიდუმლო, რომელიც დღესასწაულებს განსაკუთრებით უხდება.
ინგრედიენტები:
- კარაქი – 125 გრ.
- ხორბლის ფქვილი, მარილი 1გრ, ვანილი 1გრ. = 260 გრ. (260 გრ ბისკვიტში, 200 გრ კრემში)
- დასანამი სიროფი მარწყვით – 300 გრ.
- რძე 750 გრ.
- ნაღები 35% – 250 გრ.
- კვერცხი – 11ც. (9ც. ბისკვიტისთვის 2ც. კვერცხის გული კრემისთვის)
- ნაღები ათქვეფილი – 250 გრ.
- შაქარი – 500 გრ (240 გრ. ბისკვიტისთვის, 260 გრ. კრემისთვის)
- მარწყვი 1.350 გრ, კენკრა 250 გრ.
სიროფის მომზადება: 100 გრ. გასუფთავებულ მარწყვს დავუმატოთ 150 გრ. შაქარი, 50 გრ. ცივი წყალი და დავაბლენდროთ.
ბისკვიტის მომზადება: ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი ითქვიფება პლანეტარულ მიქსერში (140 სიჩქარე) 20 წთ. (15 წთ+5 წთ.) ბოლოს, ხელის ცოცხით ან მიქსერით ერევა ფქვილი. მასა ნაწილდება დ-24 სმ პერგამენტიან ფორმაში. ცხობა 170°C 2/3 სპირალით 1 სთ. დახურული შიბერით.
- ქათმის კვერცხი – 9ც.
- 0,450 შაქარი – 0,240
- ხორბლის ფქვილი უ/ხ. – 0,260
- ვანილი – 0,001
- მარილი – 0,001
- სულ – 0,952
- გამოსავლიანობა – 0,900
მოხარშული კრემის მომზადება: შაქარი და კვერცხის გული ითქციფება ხელის ცოცხით, ემატება ცოტა რძე და ფქვილი, ერევა ისევ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ეს მასა ემატება ცხელ რძეს. იხარშება სქელძირიანი ქვაბით ადუღებიდან 3-5 წთ. ბოლოს ემატება კარაქი და ცივდება ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს ემატება მსუბუქად ათქვეფილი ნაღები.

ტორტის აწყობა:
- ბისკვიტი (გაგრილებული) 1ც.
- მოხარშული კრემი 0,800
- მარწყვი (გასუფთავებული) 0,600
- დასანამი სიროფი მარწყვით 0,300
- შაქარი 0,150
- წყალი 0,050
- გაფორმება კგ. მოხარშული კრემი 0,650
- მარწყვი 0,250
- კენკრა სხვადასხვა 0.250

Goodwill Delivery
გამოიწერეთ სასურველი პროდუქტები „გუდვილის” ონლაინ მაღაზიიდან და მიიღეთ ისინი სახლიდან გაუსვლელად.
გემრიელად მიირთვით!