მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ მაკა მოდებაძის დესერტის რეცეპტს: ტირამისუ მასკარპონეთი და ნაღებით.
მაკა სოციალურ ქსელში: Facebook-ზე, კულინარიული ბლოგი Instagram-ზე, რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
ტირამისუ მასკარპონეთი და ნაღებით

რა დაგვჭირდება:
- 1/2 ჭიქა ესპრესო
- 6 ს/კ რომი
- 40 ც ორცხობილა
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 450 გრამი მასკარპონე
- 2 ჭიქა ნაღები (35%-იანი)
- 2-3 ს/კ კაკაო

მომზადება:
- ორცხობილები ამოვავლოთ ყავის და რომის (3 სადილის კოვზი) ნაზავში და ჩავაწყოთ ჭურჭელში.
- კვერცხი გამოვაცალკეოთ ცილისგან, დავიტოვოთ მხოლოდ კვერცხის გული, (6 ცალი) დავაყაროთ შაქარი და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე 8-10 წუთი მანამ, სანამ შაქარი არ გადნება.
- მუდმივად ვურიოთ.(ჭურჭელი ადუღებულ წყალს არ უნდა ეხებოდეს).
- მასკარპონე და 3 ს/კ რომი მიქსერით ავთქვიფოთ კარგად და შევურიოთ კვერცხის და შაქრის მასას.
- კარგად გადავურიოთ კვლავ მიქსერით.
- მაღალპროცენტიანი ნაღები ამოვიყვანოთ მიქსერით (სქელი მასა უნდა მივიღოთ) და შევურიოთ უკვე ათქვეფილ კრემს.
- ამოვურიოთ ბრტყელი კოვზით. ამით კრემის მომზადება მორჩა.
- კრემი გავყოთ ორ ნაწილად და წავუსვათ ორცხობილებს.
- გავაკეთოთ ორ ფენად.
- დავტოვოთ მთელი ღამით ტირამისუ მაცივარში.
- დილით მოვაყაროთ ზევიდან კაკაო.
ტირამისუ ინახება რამდენიმე დღე. გემრიელად მიირთვით!