მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ ქეთი ხმალაძის დესერტის რეცეპტს: შუ და ეკლერი.
ქეთი სოციალურ ქსელში: Facebook-ზე, რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
შუ და ეკლერი

რა დაგჭირდებათ:
- 1 ლ. რძე
- 10 ც კვერცხი
- 500 გრამი ფქვილი
- 300 გრამი შაქარი
- ვანილი
- 400 გრამი კარაქი

მომზადება:
- ვიწყებთ კრემის მომზადებით: შევათბოთ რძე, ცალკე ჯამში 3 კვერცხის გულისგან და 150 გრამი შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დანარჩენი შაქარი ჩავყაროთ თბილ რძეში.
- გოგლი-მოგლს დავუმატოთ 4 ს/კ ფქვილი. ამ მასას დავუმატოთ ცოტა თბილი რძე და კარგად ავთქვიფოთ.
- მიღებული მასა გადავიტანოთ რძის დანარჩენ ნაწილში, დავდგათ გაზზე, ნელ ცეცხლზე და დავიწყოთ თქვეფა. ჯერ ხელის სათქვეფით, შემდეგ მიქსერით.
- გათეთრებამდე გავთქვიფოთ 200 გრამი ნაღების კარაქი ვანილთან და ცედრასთან ერთად. გაციებული რძის ფაფა ნელ-ნელა გადავურიოთ მიქსერით კარაქიან მასას.
- ცომი: ქვაბში ჩავასხათ 400 გრამი ცივი ქყალი, 200 გრამი ნაღების კარაქი, ცოტა მარილი, ვანილი და შემოვდგათ გაზზე. გამუდმებით ვურიოთ. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ 400 გრამი ფქვილი.
- განვაგრძოთ რევა მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთიან, შეკრულ მასას.
- გავთიშოთ გაზი და გავაციოთ ცომი. გაციებულს დავუმატოთ 7 ცალი მთლიანი კვერცხი და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. ცომი უნდა იყოს შეკრული და წებოვანი.
- ფქვილმოყრილ, ცივ გამოსაცხობ ფორმაზე დასაკრემი ტომარის საშუალებით დავსვათ ფორმები.
- 180-190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში შევდგათ 45-50 წუთი.
- როცა კარგად ამოფუვდება, მიიღებს ერთიან ფერს და ცხიმის წვეთები შეუშრება – მზადაა.
- გააციეთ, გაჭერით შუაზე და ჩაუდეთ კრემი. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი, მორთოთ კენკრით ან მოასხათ შოკოლადი.
