მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ ნინა კაპანაძის დესერტის რეცეპტს: შოკოლადის კექსი
ნინა სოციალურ ქსელში: Facebook-ზე, კულინარიული ბლოგი Instagram-ზე. რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
შოკოლადის კექსი

რა დაგჭირდებათ:
- 120 გრამი კვერცხი
- 165 გრამი შაქარი
- 135 გრამი კარაქი (გამდნარი და გაცივებული ოთახის ტემპერატურამდე)
- 165 გრამი არაჟანი 20%
- 150 გრამი ფქვილი
- 35 გრამი კაკაო
- 7 გრამი გამაფხვიერებელი
- 2 გრამი სოდა

მომზადება:
- კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ თეთრი მასის მიღებამდე.
- დავამატოთ კარაქი და ავურიოთ. დავამატოთ არაჟანი, ისევ ავურიოთ.
- ცალკე ჯამში შევურიოთ ერთმანეთს: ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და სოდა.
- მიღებული მასა ჩავყაროთ თხევად მასაში. ავთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე ერთიანი მასის მიღებამდე.
- ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.
- ვიყოთ ყურადღებით, რათა არ გამოიშროს.
