მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ ქეთი ბუაჩიძის და მარიამ დიღმელიშვილის რეცეპტს: სატაცურის ფხალი მჭადის რგოლითა და ბროკოლის კრემ-სუპით.
ქეთი და მარიამი სოციალურ ქსელში: ქეთი Facebook-ზე, მარიამი Facebook-ზე, კულინარიული ბლოგი Facebook-ზე, Instagram-ზე. რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
სატაცურის ფხალი მჭადის რგოლითა და ბროკოლის კრემ-სუპით

რა დაგჭირდებათ:
- 700 გრამი სატაცური
- 250-300 გრამი ნიგოზი
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 კონა ქინძი
- 2 ს/კ ძმარი
- 1 ჩ/კ უცხო სუნელი
- 1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
- მარილი
- 300 გრამი მჭადის ფქვილი
- 2 ს/კ გაწურული მაწონი
- მინერალური წყალი
- 300 გრამი ბროკოლი
- 1/2 ხახვი
- 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი
- 150 მლ ნაღები
- 30 გრამი ბლუჩიზი
- 50 გრამი პარმეზანი
- მუსკატის კაკალი (გემოვნებით)
მომზადება:
- სატაცური: მოვწალოთ სატაცური მარილ წყალში, დაახლოებით 5-7 წთ.
- დავჭრათ 2 სმ ზომის ნაჭრებად (ან სასურველ ზომებად).
- ცალკე გავაკეთოთ ნიგვზის სოუსი: დავაბლენდეროთ ნიგოზი და ნიორი. მიღებულ მასას შევურიოთ: 1 კ ქინძი, 2 ს/კ ძმარი, 1 ჩ/კ უცხო სუნელი, 1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი და მარილი.
- მჭადის რგოლები: მჭადის ფქვილს გადავურიოთ გაწურული მაწონი და მოვზილოთ მინერალურ წყალში.
- ბოლოს მივცეთ სასურველი ფორმა და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ცხელ ზეთში.
- ბროკოლის კრემ-სუპი: დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ ზეთში. ორი წუთის შემდეგ დაუმატეთ ბროკოლი.
- კარგად რომ მოიწალება ბოსტნეული, დაამატეთ ბულიონი, რათა მოიხარშოს ბროკოლი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაგვაქვს ბლენდერში.
- დაბლენდერებული მასა მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ ბლუჩიზი, პარმეზანი, ნაღები და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ყველი, რომ გადნება და მივიღებთ ერთგვაროვან მასას, დაუმატეთ ცოტაოდენი მუსკატის კაკალი.