მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ სოფია პაპავას რეცეპტს: ქათმის რულეტი ისპანახითა და ყველით.
სოფია სოციალურ ქსელში: კულინარიული ბლოგი Facebook-ზე, Instagram-ზე. რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
ქათმის რულეტი ისპანახითა და ყველით

რა დაგჭირდებათ:
- ქათმის ფილე
- მოცარელა
- ისპანახი
- მწვანე ვაშლი
- მწარე წიწაკა
- პიტნა
- თხილეული
- შავი პილპილი
- პაპრიკა
- ზეითუნის ზეთი
- მარილი

მომზადება:
- ქათმის ფილეს მოვაყაროთ: შავი პილპილი, მარილი, პაპრიკა. მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
- მოვათავსოთ მოცარელა, ისპანახი, მწარე მწვანე წიწაკა და გადავახვიოთ.
- (გაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში). გამოვაცხოთ გაცხელებულ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე.
- სოუსი: მოვთუშოთ მწვანე ვაშლი, ისპანახი, პრასი. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
- მიღებული მასა დავაბლენდეროთ.
- ნადუღის ბურთები: გავწუროთ ნადუღი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა, მოხარშული ისპანახი, მარილი, შავი პილპილი, დაღერღილი თხილეული.
