წარმოგიდგენთ „გუდვილის რეცეპტს” ორაგული გარგრის სოუსით, რომლის დახმარებითაც ხალისით და მარტივად მოამზადებთ უგემრიელეს კერძს. ინგრედიენტების ჩამონათვალი და მომზადების წესი იხილეთ:

ინგრედიენტები:
- ორაგულის ფილე 200 გ
- სატაცური 100 გ
- პომიდორი ჩერი 50 გ
- ზეითუნის ზეთი 20 გ
- მარილი 2 გ
- პაპრიკა 1 გ
- შავი პილპილი 1გ

გარგრის სოუსისთვის:
- გარგარი 200 გ
- მანგოს წვენი 250 გ
- ვაშლის ძმარი 10 გ
- ლიმონი 1 ც
- ყავისფერი შაქარი 20 გ
- წიწაკა ჩილი 5 გ
- სიმინდის სახამებელი 10 გ
მომზადების წესი:
- ორაგულის ფილე გავათავისუფლოთ ფხებისგან და მოვაჭრათ ტყავი, დავამარინადოთ მარილით, პილპილით, პაპრიკით და ზეითუნის ზეთით.
- 130 °C-ზე გავაცხელოთ ტაფა და გვერდით მოვუწყოთ შესაწვავად სატაცური და შუაზე გაჭრილი ჩერი.
- ორაგულის ფილე ამოვატრიალოთ ყველა მხარეს, რომ ზოლები კარგად ჩანდეს, მომზადებისთვის საჭიროა 10-15 წუთი.

სოუსის მომზადება:
- გარეცხილი გარგარი ჩავაწყოთ ადუღებულ წყალში 2 წუთით და გავაცალოთ კანი.
- დავჭრათ პატარა მოგრძო ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში.
- დავამატოთ შაქარი, ლიმონის წვენი, მანგოს წვენი, ვაშლის ძმარი, წვრილად დაჭრილი ჩილი წიწაკა და ცალკე ცივ წყალში გახსნილი სიმინდის სახამებელი.
- დავდგათ ქურაზე ასადუღებლად 130 °C-ზე 2-3 წუთით.


Goodwill Delivery
გამოიწერეთ სასურველი პროდუქტები „გუდვილის” ონლაინ მაღაზიიდან და მიიღეთ ისინი სახლიდან გაუსვლელად.
გემრიელად მიირთვით!