მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ მაკა მოდებაძის დესერტის რეცეპტს: მოცვის ნამცხვარი.
მაკა სოციალურ ქსელში: Facebook-ზე, კულინარიული ბლოგი Instagram-ზე. რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
მოცვის ნამცხვარი

რა დაგვჭირდება:
- 2 ცალი კვერცხი
- 200 გრამი შაქარი
- 230 გრამი არაჟანი
- 108 მლ. ზეთი
- 1 ვანილი
- 1 შეკვრა საცხობი ფხვნილი
- მარილი
- 250 გრამი ფქვილი
- 1 ლომონი და ცედრა
- 1 სადილის კოვზი სახამებელი

მომზადება:
- ვთქვეფთ კვერცხს და შაქარს (მიქსერით).
- შემდეგ ვუმატებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს, (ფქვილის გარდა), და კარგად ამოვურევთ.
- ბოლოს ვუმატებთ ფქვილს და გამაფხვიერებელს.
- სულ ბოლოს დაუმატეთ ერთი ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი.
- კარგად ამოურიეთ.
- 400 გ მოცვს მოასხით დარჩენილი ნახევარი ლიმონის წვენი და მოაყარეთ ერთი არასავსე სადილის კოვზი სახამებელი.
- ცომს ვყოფთ ორ ნაწილად: ერთ ნაწილს ჩავასხამთ ფორმაში და მოვაყრით მოცვს.
- შემდეგ, ზემოდან დავადებთ დარჩენილი ცომის ნაწილს და კვლავ მოვაყრით მოცვს.
- ვაცხობთ 190 გრადუსზე 50 წუთი.
