მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ მარიამ ხარაიშვილის დესერტის რეცეპტს: ქლიავისა და ლეღვის გალეტი.
მარიამი სოციალურ ქსელებში: Facebook-ზე, კულინარიული ბლოგი Instagram-ზე, რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
ქლიავისა და ლეღვის გალეტი

რა დაგჭირდებათ:
- 150 გრამი კარაქი
- შაქარი
- 1/2 სუფრის კოვზი მარილი
- 240 გრამი ფქვილი
- 2 ს/კ გაწურული მაწონი
- ვაშლის ჯემი
- ქლიავი
- დარიჩინი
- ლეღვი
- კვერცხი

მომზადება:
- ცომი: ცივი კარაქი გახეხეთ სახეხზე და შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი. კარგად ასრისეთ და მიიღებთ ფხვიერ მასას.
- შემდეგ დაამატეთ მაწონი და მოზილეთ ცომი. მზა ცომი გააჩერეთ მაცივარში 30 წთ.
- შემდეგ გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ფომაზე, რომელზეც დაფენილი იქნება პერგამენტი.
- შიგთავსი: პირველი გალეტისთვის: ვაშლის ჯემი, ქლიავი და დარიჩინი. მეორე გალეტისთვის: ქლიავი, მაყვალი, ლეღვი, შაქარი.
- როდესაც ცომს გვერდებს შემოუკეცავთ, გადაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ შაქარი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
