გთავაზობთ უგემრიელეს ჯინჯერის ორცხობილების რეცეპტს, რომლის მომზადების პროცესში თქვენი პატარებიც სიამოვნებით ჩაერთვებიან.
ინგრედიენტები:
- ფქვილი, 500 გ
- შაქრის პუდრა, 100 გ
- თაფლი, 3 ჩ/კ
- კვერცხი, 3 ცალი
- გახეხილი ჯანჯაფილი, 2 ს/კ
- დარიჩინი, 1/2 ჩ/კ
- მინანქრისთვის:
- კვერცხის ცილა, 2 ცალი
- შაქრის პუდრა, 300 გ

მომზადება:
- ერთმანეთში აურიეთ ინგრედიენტები: ფქვილი, შაქრის პუდრა, დარიჩინი, კარაქი, თაფლი, ჯანჯაფილი და კვერცხი.
- კარგად მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 2 საათის განმავლობაში.
- გააბრტყელეთ ცომი ისე რომ სისქე დაახლოებით 5 მილიმეტრი იყოს.
- გამოჭერით სასურველი ფორმის ფიგურები შესაბამისი გამოსაჭრელი ფორმებით და აცხვეთ 7-10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე ისე, რომ არ გამოშრეს.
- დეკორირება დაიწყეთ მას შემდეგ რაც ორცხობილები კარგად გაგრილდება.
- მინანქრის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე, შეურიეთ შაქრის პუდრის ნახევარი და განაგრძეთ თქვეფა მანამ, სანამ მასა არ გახდება მკვრივი და პრიალა.
- ამის შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი შაქრის პუდრა, აურიეთ და დააყოვნეთ 10-15 წუთის განმავლობაში.
- მიღებული მასით შესაძლებელია ორცხობილებზე დაიტანოთ სასურველი ორნამენტები.

ჯინჯერის სახლის ასაწყობად, გამოაცხვეთ შესაბამისი ფორმის ორცხობილები და მინანქრის გამოყენებით დააწებეთ ისინი ერთმანეთს. დეკორაციებად ფერადი ტკბილეული გამოიყენეთ.

Goodwill Delivery
გამოიწერეთ სასურველი პროდუქტები „გუდვილის” ონლაინ მაღაზიიდან და მიიღეთ ისინი სახლიდან გაუსვლელად.
გემრიელად მიირთვით!