Home Cooking Adventures-ის საოცარი Facebook ჯგუფიდან, დღეს ჯგუფის ასევე საოცარი წევრის, ანი ჭოლოკავას მიერ მომზადებულ დესერტის რეცეპტს გაგიზიარებთ: კენკრის ჩიზქეიქი თეთრი შოკოლადით. ანას კულინარიული შთაგონების წყარო, მისი უგემრიელესი დესერტებია, რაშიც Instagram-ის გვერდზე ერთი შეხედვაც დაგარწმუნებთ.
ანი სოციალურ ქსელებში: Instagram-ზე Sweets By Ani, Facebook-ზე. რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
ატმის ჩიზქეიქი „კურაგის“ საბაზისო ფენით

რა დაგვჭირდება:
- 1 შეკვრა დაფხვნილი ორცხობილა
- შაქრის პუდრა
- 10 ც წვრილად დაჭრილი ატმის ჩირი
- 80 გრამი გამდნარი კარაქი
- 50 მლ რძე
- დარიჩინი
- 320 გრამი ხაჭო
- 1 შეკვრა შესქელებული რძე
- 500 გრამი ნაღები
- 30 გრამი ჟელატინი
- 5 ც ატამი

მომზადება:
- პირველი ფენა: ერთმანეთში კარგად ავურიოთ: 1 შეკვრა დაფხვნილი ორცხობილა, 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა, 10 ცალი წვრილად დაჭრილი ატმის ჩირი, 80 გრამი გამდნარი კაქარი, 50 მლ. რძე და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი.
- დავტკეპნოთ ფორმაში და შევდგათ საყინულეში.
- მეორე ფენა: 320 გრამი ხაჭო და 1 შეკვრა შესქელებული რძე დავაბლენდეროთ მანამ, სანამ კრემისებურ მასას არ მივიღებთ. ცალკე ამოვიყვანოთ 500 გრამი ნაღები ნახევარი ჩ/ჭ შაქრის პუდრით.
- ფრთხილად გადავურიოთ ორივე მასა და შემდეგ 2 ს/კ გადმოვიტანოთ ცალკე გამზადებულ ჟელატინის ჭიქაში. (100 მლ წყალში გახსნილი და გაგრილებული 30 გრამი ჟელატინი).
- როდესაც კარგად გაიხსნება, ნელა შევურიოთ მასა და მოვათავსოთ ფორმაში მეორე ფენად. შემდეგ შევდგათ მაცივარში.
- მესამე ფენა: დააბლენდერეთ 5 ცალი ატამი და შეურიეთ 70 მლ მდუღარე წყალში გახსნილი და შეგრილებული ჟელატინი. კარგად გადაურიეთ და ჩაასხით ფორმაში მესამე ფენად.
- შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით გააფორმეთ ატმით და ატმის ჩიზქეიქი მზად არის.
