გთავაზობთ გუდვილის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი სეზონური ფორთოხლის ტორტი.
ინგრედიენტები:
- 7 ცალი კვერცხი
- 10 სუფრის კოვზი ფქვილი
- 7სუფრის კოვზი შაქარი
- 1 ცალი ვანილი
ინგრედიენტები კრემისთვის:
- 500 მლ რძე
- 10 სუფრის კოვზი ფქვილი
- 300 გრ შაქარი
- 300 გრ კარაქი
- ვანილი

მომზადება:
- ფქვილი, შაქარი და რძე ერთმანეთში გახსენით და განუწყვეტლივ ურიეთ ნელ ცეცხლზე.
- 5-6 წუთით დატოვეთ დუღილის პროცესში, შემდეგ გააგრილეთ და შეურიეთ კარაქი და ვანილი მიქსერის საშუალებით.
- ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით.
- დავამატოთ კვერცხის გული და ფქვილი.
- გამოვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუსზე.

ტორტის აწყობა:
ტორტის ბისკვიტს ვნამავთ ფორთოხლის წვენით, რომელსაც გემოვნებისამებრ ვშაქრავთ ან ვიყენებთ შაქრის გარეშე და ფენებს შორის ვაყრით ფორთოხლის ცედრას. სურვილისამებრ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორთოხლის ნაჭრებიც როგორც ფენებს შორის, ასევე გასაფორმებლად.

Goodwill Delivery
გამოიწერეთ სასურველი პროდუქტები „გუდვილის” ონლაინ მაღაზიიდან და მიიღეთ ისინი სახლიდან გაუსვლელად.
გემრიელად მიირთვით!