მორიგი უგემრიელესი რეცეპტი Home Cooking Adventures-ის Facebook ჯგუფიდან. დღეს შემოგთავაზებთ მოყვარული კულინარის, ეკას დესერტის რეცეპტს: ჩიზქეიქი კარამელით და შავი სეზამის მარცვლებით.
ეკა სოციალურ ქსელებში: Facebook-ზე, Instagram-ზე. რეცეპტის ორიგინალი Home Cooking Adventures-ის ჯგუფში.
ჩიზქეიქი კარამელით და შავი სეზამის მარცვლებით

რა დაგვჭირდება:
- 300 გრამი ნეიტრალური გემოს ორცხობილა
- 150-160 გრამი კარაქი
- 500 გრამი ხაჭო
- 300 გრამი „არლას“ ნაღების ყველი
- 130 გრამი შაქრის პუდრა
- 115 გრამი არაჟანი პრეზიდენტი
- 2 ს/კ სახამებელი

მომზადება:
- დაფშვენით ორცხობილა და აურიეთ გამდნარი კარაქი.
- დატკეპნეთ მიღებული მასა ფორმაში. (რეცეპტი განკუთვნილია 24-26 დიამეტრზე).
- შედგით ფორმა 10-15 წუთით მაცივარში.
- დააბლენდერეთ ხაჭო, არაჟანი, ყველი, შაქარი და 90 გრამი კარაქი.
- მოასხით მიღებული მასა უკვე გამზადებულ ბაზას.
- გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 20 წუთი და 10 წუთი 110გრადუსზე.
- მოასხით გამდნარი კარამელი.
- როცა გამოცხვება, ღუმელი 2 საათით არ გამოვაღოთ.
- შემდეგ 12 საათი მაცივარში შევინახოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გემრიელად მიირთვათ.
