ავოკადოს ჯადოსნურ თვისებებზე ალბათ ყველას გსმენიათ. თუ ამ ხილის მოყვარული ხართ, მაშინ ავოკადოს ტოსტი დააგემოვნეთ კვერცხით. მისი მომზადება 5 წუთზე მეტ დროს არ წაგართმევთ და შედეგად, დილის ჯანსაღ და ნოყიერ საუზმეს მიიღებთ.
რა დაგჭირდებათ:
- 1 ცალი მწიფე ავოკადო
- 2 ცალი, თქვენი გემოვნებით შერჩეული პურის ნაჭერი
- მარილი / პილპილი გემოვნებით
- 2 ცალი კვერცხი
- ორეგანო ან / და სხვა სუნელი თქვენი გემოვნებით
მომზადება:
1. დასრისეთ ავოკადო თასში, მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
2. ტაფაზე ან ტოსტერში დაბრაწეთ პურის ნაჭრები.
3. ავოკადო წაუსვით პურის ნაჭრებს და მასზე თქვენი გემოვნებით მომზადებული კვერცხი მოათავსეთ.
4. ტოსტს ზემოდან ორეგანო ან სხვა ხმელი თუ ცოცხალი მწვანილი მოაყარეთ.

*კვერცხი შეიძლება იყოს მაგრად ან თოხლოდ მოხარშული, შემწვარი ან ათქვეფილი. პირველ ჯერზე, გირჩევთ კვერცხის მომზადების ოთხივე ვერსია სცადოთ, ასე მიხვდებით, რომელია თქვენი ფავორიტი ავოკადოს ტოსტი).
თუ უფრო მსუბუქი საუზმის განწყობაზე ხართ, მაშინ ყავის სმუზის რეცეპტს შემოგთავაზებთ.