იმისათვის, რომ ორშაბათი დილა დადებითი განწყობით დაიწყოთ, თქვენთვის ყველაზე ენერგიული, საინტერესო და პოზიტიური სტატია მოვამზადეთ.
ამინდი
დღეს ზაფხულისთვის შესაფერისი მზიანი დღე გელით. ასე რომ, წინასწარ მოემზადეთ – ცაზე ღრუბელს ვერ ნახავთ, ჰაერის ტემპერატურა კი 33 გრადუსამდე აიწევს.

ულტაიისფერი სხივების ინდექსი ძალიან მაღალი – 42%-ია, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, არ უნდა დაგავიწყდეთ სახეზე მზისგან დამცავი საშუალების წასმა.

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

წაიკითხეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის და მომდევნო დღეებს შემზადებულნი შეხვდით.
ძვირფასო ვერძებო, ამ კვირაში დრო და მოთმინება დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ახლად შექმნილ რეალობას შეეგუოთ. გარკვეული მოვლენები თქვენი ცხოვრების ბალანსს შეარყევენ. გახსოვდეთ, ის, რასაც გადარჩენა არ უწერია, ვერ გადარჩება.
ძვირფასო კუროებო, ეს კვირა თქვენთვის საკმაოდ მძიმე იქნება. ფინანსურ და კარიერულ საკითხებში სირთულეები გელით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და ეს ცვლილებები პირდაპირ აისახება თქვენს ცხოვრებაზე.
ძვირფასო ტყუპებო, ეს კვირა თქვენთვის პოზიტიური იქნება და მივიწყებული გეგმების განხორციელების საშუალებას მოგეცემათ. ნუ იყოყმანებთ და მიიღეთ მხარდაჭერა თქვენს ცხოვრებაში მყოფი ადამიანებისგან.
ძვირფასო კირჩხიბებო, წინ აქტიური კვირა გელით. მოგიწევთ ხალხთან კომუნიკაცია, თქვენი სახლის კარები სტუმრებისთვის გაიღება. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. ეს კვირა თქვენთვის სასიამოვნოდ და ემოციურად ჩაივლის.
ძვირფასო ლომებო, თქვენ ვნების, დინამიურობისა და გამბედაობის ნიშანს მიეკუთვნებით. წარსულში, ამ თვისებებს ბევრჯერ მოუტანია თქვენთვის გამარჯვება. ამ კვირის მოვლენებიც სწორედ თქვენს დინამიურობასა და შესანიშნავ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
ძვირფასო ქალწულებო, ეს კვირა მიწიერ, რეალურ საქმეებს დაუთმეთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ ფინანსური ან იურიდიული საკითხებით დაკავება და უკვე დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა.
ძვირფასო სასწორებო, ამ კვირაში ეგზისტენციალური აზრები შემოგიტევთ. ბევრს იფიქრებთ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე. სამსახურში მომხდარი მოვლენები თქვენი შეხედულებების ცვლილებას გამოიწვევს. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი თქვენს ნდობას არ იმსახურებს.
ძვირფასო მორიელებო, ეს კვირა იდეალურია ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებების განსახორციელებლად. მთელი კვირა სწორედ ოჯახზე იქნებით კონცენტრირებულნი და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედეთ.
ძვირფასო მშვილდოსნებო, ამ კვირაში გააქტიურდება თქვენი სოციალური ცხოვრება. ოჯახის უმცროსი წევრები ყურადღების ეპიცენტრში მოექცევიან და მათ თქვენი მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდებათ. ის პრობლემები, რომლებიც აქამდე თქვენში შფოთვას იწვევდნენ ნელ-ნელა მოგვარებას დაიწყებენ და თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობთ.
ძვირფასო თხის რქებო, ამ კვირაში მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინა გამოიჩინეთ. მომდევნო კვირის წინასწარ დაგეგმვა უამრავ პრობლემასა და სტრესს აგარიდებთ თავიდან. ასევე გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობასაც. პირად ურთიერთობებში ბევრი საფიქრელი გაგიჩნდებათ და შეეცდებით უპასუხოთ კითხვას: რა სურთ ადამიანებს თქვენგან?
ძვირფასო მერწყულებო, ზოგჯერ, ყველაფრის თავიდან დაწყება დადებითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. ბოლო პერიოდში სტრესის ქვეშ იყავით, რაც პირდაპირ აისახა თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ნუ იჩქარებთ, წაშალეთ ყველაფერი და დაიწყეთ თავიდან! ახალი მიზნების დასახვა გაგაბედნიერებთ და მეტად კრეატიულს გაგხდით.
ძვირფასო თევზებო, ეს კვირა დიდი ცვლილებებისთვის შეგამზადებთ. სწრაფი რეაგირება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. რა თქმა უნდა ყველა გადადგმულ ნაბიჯს თავისი შედეგები მოჰყვება, ამიტომ არ დაგავიწყდეთ დაფიქრება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
დღის სასარგებლო რჩევა

უზმოზმე ერთი ჭიქა წლის დალევა მთელი დღის მანძილზე დაგიცავთ გაუწყლოებისგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზაფხულის მცხუნვარე ამინდები კარს მოგვადგა და ყოველთვის გვავიწყდება დღის განმავლობაში საკმარისი წყლის მიღება.
ერთ ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ ლიმონის წვენი და დილით, უზმოზზე დალიეთ. ეს ჯადოსნური სითხე თქვენს კუჭ-ნაწლავს ღამის განმავლობაში დაგროვებული ტოქსინებისგან განთავისუფლებაში ეხმარება, მოგცემთ C ვიტამინის ჯანსაღ დოზას და სტიმულირებას გაუკეთებს მეტაბოლიზმს, რაც თავისთავად დაგეხმარებათ წონის დაკლებასა და შენარჩუნებაში.
შთამაგონებელი ფრაზა

„მჯერა, რომ შეგიძლია იყო ძლიერი მაშინ, როდესაც ყველაფერი უკუღმა მიდის. მჯერა, რომ ბედნიერი ქალები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალ ახალი დღეა და მჯერა სასწაულების“.
ოდრი ჰეფბერნი
სმუზი სახელწოდებით „გამაღვიძე“
ყავის სმუზიზე თუ გსმენიათ? შესაძლოა იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც დილით ჭამა არ უყვარს, მაგრამ თან ისიც იცით, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ თქვენთვის შევარჩიეთ ჯანსაღი და გენიალური ყავის სმუზის რეცეპტი, რომლის მომზადებას 3 წუთში შეძლებთ.
რა დაგჭირდებათ:
- 1 ცალი გაყინული ბანანი
- გაციებული ყავა
- ნახევარი ჭიქა რძე
- 45 გრ. სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი
- 1 კოვზი თხილის კარაქი ან თაფლი
ბლენდერში მოათავსეთ 1 ცალი დაჭრილი გაყინული ბანანი, თქვენი გემოვნებით მომზადებული გაციებული ყავა, ნახევარი ჭიქა რძე, 45 გრამი სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი, 1 კოვზი თხილის კარაქი ან თაფლი. დაახურეთ ბლენდერს თავსახური და შეურიეთ პროდუქტები ერთმანეთს, მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. მიღებული სითხე გადმოასხით ჭიქაში და გემრიელად მიირთვით.

სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელები
შვრიის ფანტელები შეგიძლიათ ერთჯერად შეფუთვაში შეიძინოთ. უმჯობესია, თუ კლასიკურს აირჩევთ, თუმცა, არანაკლებ საინტერესოა სხვადასხვა გემოების კომბინაციებიც.
ასევე წაიკითხეთ: Victoria’s Secret-ის ანგელოზების რჩეული ჯანსაღი სმუზების რეცეპტები.
სტილის რჩევა – Head to Toe White
რადგან წინ ცხელი ორშაბათი გველის, ვფიქრობთ, ნათელი ფერები იდეალური არჩევანია. შთაგონებისთვის პრიანკა ჩოპრას Head to Toe თეთრი ლუქი შევარჩიეთ, რომელიც კლასიკური და თავისუფალი სტილის იდეალური სინთეზია.
თეთრი ფერის ჯინსის შარვალს, ასევე თეთრი ფერის, Oversized პერანგი შეუხამეთ. აქსესუარებისთვის ხორცისფერისა და ყავისფერის სინთეზი გამოიყენეთ. არ დაგავიწყდეთ სათვალე და ოქროსფერი სამკაული.

High-Waist Skinny Jeans with Rips
თეთრი ფერის, მაღალყელიანი ჯინსის შარვალი.
Stradivarius
95 ₾

OVERSIZED POPLIN SHIRT
თეთრის ფერის Oversized პერანგი მკერდზე ჯიბეებით.
ZARA
89 ₾

Rigid Envelope Bag
მხარზე გადასაკიდი ხორცისფერი ჩანთა.
MANGO
59 ₾

Vinyl High-Heel Sandals
ვინილის გამჭვირვალე სანდლები.
Stradivarius
99 ₾

Heel Leather Mules
ტყავის ხორცისფერი სანდლები.
MANGO
259 ₾

ACETATE SUNGLASSES
სათვალე ხორცისფერი და წაგრძელებული ჩარჩოთი.
ZARA
119 ₾

NATURAL PEARL CORD NECKLACE
ოქროსფერი ყელსაბამი ტენდენციური მარგალიტის თვლით.
ZARA
69 ₾
დღის სიმღერა
ორშაბათი დილის ენერგიულად დასაწყებად Brigitte Bardot-ს სიმღერას შემოგთავაზებთ სახელწოდებით – Moi je joue, რომელიც Dior-მა 2009 წელს, Miss Dior-ის ლიმიტირებული გამოშვების, Miss Dior Cherie L’eau-ს სარეკლამო ვიდეორგოლში გამოიყენა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სიმღერა იდეალურია პოზიტიური განწყობის შესაქმელად. წარმატებულ და ღიმილიან დღეს გისურვებთ!