რატომ, როგორ და რისთვის უნდა ჩავიტაროთ სახის ორმაგი წმენდა? კანის მოვლის რუტინაში, მის სწორად გასუფთავებას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. არასწორად გაწმენდის გამო, ხშირია კომედონების, შავი წერტილების, ფორების დახშობის რისკი.
გამომყევით ჩემს ბლოგზე: Instagram-ზე: @niniamrao; Facebook-ზე: @niniamrao
„ჩემი კანის მდგომარეობა საგრძნლობლად გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ორმაგი წმენდის მეთოდს მივმართე”.
ვის და როგორი ტიპის კანს ჭირდება ორმაგი წმენდის მეთოდი? ყველას, ვინც იყენებს მაკიაჟს, მზისგან დამცავ საშუალებებს, მათ ვისაც უწევს მტვრიან გარემოში ყოფნა.
რა არის სახის ორმაგი წმენდა და რა პროდუქტებია ამისთვის საჭირო? ორ ეტაპიან წმენდაში იგულისხმება კანის გასუფთავების პროცესი, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან.
1
უმჯობესია, თუ პირველ ეტაპზე გამოვიყენებთ ზეთის ბაზაზე დამზადებულ საშუალებებს, თუმცა ეს აპრიორი არაა. პირველ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ მიცელარული, ან გამწმენდი წყალი, ლოსიონი, კრემი. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რეგულარული დასაბანი საშუალება, უბრალოდ დაიბანოთ კანი ორჯერ.
მე უპირატესობას ზეთოვან ბალმებს ვანიჭებ და დღეს უფრო დეტალურად ამ საკითხზე გიამბობთ. როგორ და რის მიხედვით შევარჩიოთ პირველი ეტაპის ზეთოვანი გამწმენდები? თუ თქვენ ატარებთ მაკიაჟს, წყალგამძლე ტუშს და ან/ წყალგამძლე მზისგან დამცავ საშუალებებს, უმჯობესია თუ პირველი ეტაპის საწმენდად ჰიდროფილურ ზეთს ან ბალმს გამოვიყენებთ.

Makeup Removing Cleansing Balm
Green Clean-ის მაკიაჟის მოსაშორებელი ბალმი ყველა ტიპის კანისთვის.

Take The Day Off™ Cleansing Balm
Clinique-ის მაკიაჟის მოსაშორებელი ბალმი ყველა ტიპის კანისთვის.
ზეთი შლის ზეთს, შესაბამისად ზეთოვანი საშუალებები არბილებს თქვენს კანზე წარმოქმნილ ჭუჭყს, წყალგამძლე მაკიაჟს და მათ მარტივად მოშორებაში გვეხმარება. საკვები ზეთებისაგან განსხვავებით, ამ პროდუქტებს დამატებული აქვს სხვადასხვა ინგრედიენტები, რომელიც მათ ემულსიად გარდაქმნას, კანიდან ჭუჭყის მოშორებას და მათ მარტივად ჩამობანას უზრუნველყოფს. ეს მეთოდი იდეალურია როგორც ცხიმიანი, ასევე მშრალი კანისთვის. მთავარია, სწორად შევარჩიოთ გამწმენდი საშუალება ინგრედიენტების მიხედვით.

Super Off Cleansing Oil
MISSHA-ს პირველი ეტაპის გამწმენდი ზეთი ცხიმიანი კანისთვის.

The Classic Double Cleanse
DHC Care-ის პირველი ეტაპის გამწმენდი ზეთი მშრალი კანისთვის.

EXTREMELY GENTLE CLEANSER LOTION
Avène-ის პირველი ეტაპის გამწმენდი ლოსიონი მგრძნობიარე კანისთვის.
2
რისთვის გვჭირდება მეორე ეტაპის წმენდა? იმისთვის რომ ბოლომდე მოაშოროს კანს მაკიაჟის, ცხიმის, მზისგან დამცავის და პირველი ეტაპის გამწმენდი საშუალების ნარჩენები. გაასუფთავოს ფორები, რათა მომავალში მათი დაბინძურება და კომედონების გაჩენა არ მოხდეს. მეორე ეტაპის გამწმენდად უნდა გამოვიყენოთ წყლის ბაზაზე დამზადებული დასაბანი საშუალებები, კანის ტიპის მიხედვით, გამწმენდი გელი, კრემი, მუსი და ა.შ

TOLERIANE HYDRATING GENTLE FACIAL CLEANSER
La Roche-Posay-ის მეორე ეტაპის გამწმენდი მშრალი კანისთვის.
ზემოაღნიშნული საშუალებებიდან ყველაზე მეტად გამწმენდი ბალმები ან ზეთები მომწონს. რადგან იდეალურად მოქმედებს ჩემს მგრძნობიარე კანზე. ზედმეტი შეხების და კანის გაღიზიანების გარეშე, მსუბუქი მოძრაობებით დავიტან კანზე და საფუძლიანად მაშორებს ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში კანზე დაგროვდა.

TOLERIANE HYDRATING GENTLE FACIAL CLEANSER
Eucerin-ის მეორე ეტაპის გამწმენდი ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
სასიამოვნო ორმაგ წმენდას გისურვებთ!